Wednesday, November 20, 2013

მეცხრე დღე

მეცხრე  დღე ყველაზე საქმიანი და დამღლელი იყო. ბევრი რამ ვისწავლეთ, ჩემს საქაღალდეში მოვათავსე ყველა ნამუშევარი .
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს  ბ-ნ გიორგის. ჩემი აზრით, გვასწავლა პროექტთან დაკავშირებით ბევრი რამ.
მეტად ნაყოფიერი და საინტერესო  იყო ეს დღეები,ასეთი კმაყოფილი ტრენინგიდან იშვიათად დავრჩენილვარ.
მადლობა გულწრფელად...

მერვე დღე

ეს დღე არსებითად განსხვავდებოდა სხვა დღეებისგან. დამოუკიდებლად გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია, ბუკლეტი, პროექტის გეგმა, ჩავრთე მოსწავლის ნამუშევარი და დავურთე შეფასების სქემა. დღემ მეტად ნაყოფიერად  ჩაიარა.
 მე ვთვლი,რომ ასეთი საინტერესო და საქმიანი ტრენინგი უნდა გვიტარდებოდეს ყოველთვის.

დღე მეშვიდე

თანდათან უფრო გართულდა ჩვენი ტრენინგი. ვისწავლე პროექტის  პრეზენტაცია, სლაიდ-შოუს შექმნა.  რამაც გარკვეულ წილად დამაინტერესა და მომეწონა. რამდენჯერმე შევცვალე  სლაიდები, ჩავასწორე, ჩავამატე გარკვეული მასალა. თავისუფლად ვაკეთებ უკვე ბევრ დავალებას და ეს ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია.

Saturday, November 9, 2013

დღე მეხუთე

მეხუთე დღეს ვისწავლეთ პროექტის პრეზენტაცია. ვისაუბრეთ პრობლემურ საკითხებზე. მუშაობა პოვერ პოინტში არის საინტერესო დასახალოსო. 

დღე მეექვსე

მეექვსე დღეს მოვისმინე პროექტის პრეზენტაცია, მივიღეთ მითითებები პროექტთან დაკავშირებით. ვისწავლე ვებ მისამართის გადმოკოპირება. შევავსე საწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, დავაკონკრეტეთ საბაზისო უნარ-ჩვევები.
 ვთვლი რომ დღე იყო მნიშვნელოვანი და რამოდენიმე უნარ-ჩვევა შევიძინე.

დღე 4.

დღევანდელი დღე იყო საინტერესო. ვისაუბრეთ  საწავლო პროექტის შინაარსზე, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. მოვუსმინე კოლეგებს, ვიმსჯელეთ პრობლემურ საკითხებზე. 

Friday, November 1, 2013

დღე მეორე 8

მეორე დღე იყო საინტერესო. ვისწავლე ბლოგის შექმნა. გავეცანით პროექტის გეგმას, ვი

მუშავეთ ზოგად, შინაარსობრივ და თემატურ კოთხვებზე. 

დღე მესამე

მესამე დღეც  მნიშვნელოვანი იყო. ვიმუშავეთ პროექტის მიზნებზე, სხვა საგნებთან ინტეგრირებაზე, ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვები და
დავამუშავეთ კითხვების ჩამოყალიბების პრინციპები. ე.ს.გ. გამოყენებით უნდა გადავიტანოთ სტანდარტები ჩვენი პროექტის გეგმაში, რაც საინტერესოა თავისთავად.ჩვენი მიზანია 21-საუკუნის  უნარ-ჩვევების გამოყენება.

Saturday, October 26, 2013

დღე პირველი8

ჩემთვის საინტერესოა ის,რომ უნდა ვისწავლო   პროექტების შექმნა.  უფრო ინტენსიურად გამოვიყენებ  ინტერნეტ საშუალებას. . იმედია დამოუკიდებლადაც შევძლებ შევქმნა ჩემთვის საინტერესო ბლოგები.